OGP კოორდინაცია

OGP ფორუმი

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი, როგორც ღია მმართველობა საქართველოს ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმი 2013 წელს დაარსდა. 2019 წლამდე ფორუმი ფუნქციონირებდა როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფი და ანგარიშვალდებული იყო მის წინაშე. ფორუმის ფარგლებში შემუშავდა ღია მმართველობა საქართველოს 3 სამოქმედო გეგმა. ფორუმმა პირველად შექმნა ერთიანი პლატფორმა ღია მმართველობის თემებზე სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დიალოგისთვის.

2019 წელს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ღია მმართველობა საქართველოს ხელმძღვანელმა უწყებამ, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიიღო გადაწყვეტილება ღია მმართველობის საკოორდინაციო პროცესში მაღალი რანგის, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა გააქტიურების შესახებ. ამ მიზნით შეიქმნა ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ხოლო ფორუმი შენარჩუნდა როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი. შესაბამისად, მასში წარმოდგენილი არიან საბჭოს წევრი უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო რანგის წარმომადგენლები ყველა სამინისტროდან და სხვა პასუხისმგებელი უწყებებიდან.

საბჭოს დებულებასთან ერთად დეტალურად გაიწერა და მთავრობის მიერ დამტკიცდა ფორუმის სახელმძღვანელო წესები.


ფორუმის ძირითადი ამოცანებია:

  • ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება და საბჭოსთვის წარდგენა;
  • სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა, მონიტორინგის წარმოება და საბჭოს ინფორმირება;
  • ღია მმართველობის საკითხებზე წინადადებების, პროექტების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საბჭოსთვის წარდგენა;
  • გამოწვევებისა და რისკების იდენტიფიცირება და ახალი ინიციატივების ხელშეწყობა.

ფორუმის მიერ გადაწყვეტილების მიღება

ღია მმართელობა საქართველოს სამდივნომ მიზნად დაისახა ფორუმის მოქნილ, თანამშრომლობის პრინციპზე დაფუძნებულ მექანიზმად ჩამოყალიბება. შესაბამისად, საბჭოსგან განსხვავებით, ფორუმი გადაწყვეტილებებს ნაკლებფორმალური პროცედურით იღებს. სახელმძღვანელო წესების მიხედვით, ფორუმი ახარისხებს თემებს და ერთობლივი შეთანხმებით, მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებს წარუდგენს საბჭოს განსახილველად.


ფორუმში გაწევრიანების წესი

ახალ არასამთავრობოთა ფორუმში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებლად, ფორუმისა და ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს მონაწილეობის გარეშე.

შესაბამისად, ფორუმში ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების გაწევრიანების კრიტერიუმები და წევრობის შეწყვეტის საფუძვლები პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩამოყალიბდა.


წესების თანახმად:

  • წევრობის მსურველი არასამთავრობო ორგანიზაცია წერილობით მიმართავს ფორუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელ თანა-მომხსენებელს;
  • ფორუმში ხმის უფლებით მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები ფორუმში ახალი წევრის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ სრული შემადგენლობის 2/3-ით. გადაწყვეტილება ეცნობება ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს.
  • ფორუმში ხმის უფლებით მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები ფორუმის წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ სრული შემადგენლობის 2/3-ით. გადაწყვეტილება ეცნობება ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს.

ახალ ორგანიზაციას საბჭოს წევრობა შეუძლია მხოლოდ ფორუმში გაწევრიანების შემდგომ.

ღია მმართელობა საქართველოს სამდივნომ მიზნად დაისახა ფორუმის მოქნილ, თანამშრომლობის პრინციპზე დაფუძნებულ მექანიზმად ჩამოყალიბება. შესაბამისად, საბჭოსგან განსხვავებით, ფორუმი გადაწყვეტილებებს ნაკლებფორმალური პროცედურით იღებს. სახელმძღვანელო წესების მიხედვით, ფორუმი ახარისხებს თემებს და ერთობლივი შეთანხმებით, მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებს წარუდგენს საბჭოს განსახილველად.

ფორუმის წევრობის კრიტერიუმები

ფორუმში გაწევრიანება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • 1. საქმიანობით გამოხატულად მხარს უჭერს ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) ღირებულებებსა და პრინციპებს

  • 2. OGP-ის მინიმუმ ერთი გამოწვევის (1. საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, 2. საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, 3. საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, 4. უსაფრთხო გარემოს შექმნა და 5. კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

  • 3. წევრობაზე განაცხადის წარდგენის მომენტისათვის, ორგანიზაციას აქვს უწყვეტი საქმიანობის სამ წლიანი გამოცდილება

  • 4. ორგანიზაციის მმართველ ორგანოში არ არიან წარმოდგენილნი საჯარო მოხელეები ან/და პოლიტიკური პარტიის წევრები

  • 5. ორგანიზაცია არ იყენებს სიძულვილის ენას

  • 6. ორგანიზაციის დაფინანსებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია

ფორუმის/საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს:

  • არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა;
  • ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ წევრობის შეწყვეტის შესახებ განცხადება;
  • ორგანიზაციის წარმომადგენელი წევრის მიერ ახსნა-განმარტების გარეშე ერთი წლის განმავლობაში გამართული შეხვედრების უმრავლესობის (50%+1) გაცდენა;
  • წევრობის კრიტერიუმების მოთხოვნათა დარღვევა;
  • ფორუმის წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია ავტომატურად კარგავს საბჭოს წევრობას.

გახდი OGP ფორუმის წევრი

Error!!!

Error!!!

Error!!!

Error!!!