ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა გახდა
საქართველოს მორიგი წარმატება - ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 კვლევის (Open Budget Survey – 2021) შედეგების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის ბოლო ორი შეფასებით - 2017 და 2019 წლებში საქართველო მე-5 ადგილს იკავებდა მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის ბოლო ორი შეფასებით - 2017 და 2019 წლებში საქართველო მე-5 ადგილს იკავებდა მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში.
2021 წლის აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოში მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ კიდევ ერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და დადასტურდა ბოლო ათწლეულის მანძილზე გატარებული ღონისძიებების შედეგები.
საქართველოს მიერ, 2021 წლის შედეგებით მიღწეული წარმატება საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგია, მათ შორის, საშუალოვადიანი დაგეგმვის გაუმჯობესება, პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა, ანგარიშგების ყოვლისმომცველობის გაზრდა, საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება, საბიუჯეტო დოკუმენტაციის გამოქვეყნება და საჯაროობა, მოქალაქის გზამკვლევების მომზადება, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შემუშავება და სხვა. აღნიშნული კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ორგანიზებით.
გასათვალისწინებელია, რომ კვლევა ითვალისწინებს ერთი და იგივე მეთოდოლოგიით მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბიუჯეტის გამჭვირვალობის შეფასებას. ხორციელდება, როგორც თითოეული ქვეყნის, ასევე, მსოფლიო მასშტაბით საშუალო ქულის გამოთვლა, რაც საშუალებას აძლევს ქვეყნებს, შეაფასონ მათი პროგრესი, როგორც სხვა ქვეყნებთან, ისე გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით, ასევე, დაინახონ განვითარების დინამიკა წინა კვლევებთან შედარებით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევა არ ხორციელდება მთავრობის მიერ თვითშეფასების გზით და კითხვარს ავსებენ ამ მიზნით დამოუკიდებლად შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები. შესაბამისად, შედეგები დამოკიდებულია ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციზე.
კვლევა შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას:
• ბიუჯეტის გამჭვირვალობის;
• ბიუჯეტის გამჭვირვალობის;
• საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობის;
• ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით.
კვლევა პირველად 2006 წელს გამოქვეყნდა და საქართველო 34 ქულით, მხოლოდ 30-ე ადგილს იკავებდა (განახლებული მეთოდოლოგიით) და მხოლოდ მინიმალურად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში იყო. შემდგომი კვლევების შედეგებში, ქულები და პოზიციები ეტაპობრივად უმჯობესდებოდა და საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების რიგში იდგა 2008, 2010 და 2012 წლების კვლევებით.
კვლევა პირველად 2006 წელს გამოქვეყნდა და საქართველო 34 ქულით, მხოლოდ 30-ე ადგილს იკავებდა (განახლებული მეთოდოლოგიით) და მხოლოდ მინიმალურად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში იყო. შემდგომი კვლევების შედეგებში, ქულები და პოზიციები ეტაპობრივად უმჯობესდებოდა და საქართველო შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების რიგში იდგა 2008, 2010 და 2012 წლების კვლევებით.
2015 წლის კვლევით, ქვეყანა პირველად გადავიდა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში და 66 ქულით, მე-16 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 109 ქვეყანას შორის, ხოლო 2017 და 2019 წლებში მე-5 ადგილი დაიკავა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში.
საქართველო პარტნიორებთან ერთად კვლავ განაგრძობს მუშაობას ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შემუშავების მიმართულებით და ამ მიზნით თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
20 დეკემბერი, 2023
ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...
07 სექტემბერი, 2023
6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...
12 ოქტომბერი, 2022
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...